ნოდარ ხადური: “ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გაჟღერებული ინფორმაცია ჩემს შესახებ სიცრუეა

დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა  "ომეგა ჯგუფითან" დაკავშირებით ახალი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც "კურიერის" ინფორმაციით  "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და "ომეგა ჯგუფის" მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.

"კურიერის" ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში ლევან ყიფიანი ფინანსთა ყოფილი მინისტრის და ამჟამად, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისთვის, ძვირადღირებულ ავტომანქანებს და ფულს ითხოვს.

"აიპრესი" გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ნოდარ ხადურს დაუკავშირდა.

"ომეჯა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია ჩემს შესახებ არის სრული სიცრუე.  როგორც მინისტრად მუშაობის პერიოდში, ისე შემდეგაც არცერთ ბიზნეს სუბიექტთან არაფორმალური საუბრები არ მქონია და არავის არანაირი ვალდებულებები ჩემს მიმართ არ გასჩენია და ვერც გაუჩნდებოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი დადგინდება!", – განაცხადა "აიპრესთა" ნოდარ ხადურმა. 

შეგახსენებთ, ტელეკომპანა "იბერიას" და "ომეგა" ჯგუფის დამფუძნებელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ოქუაშვილი სახელმწიფოს მისი ბიზნესის წეზოლაში ადანაშაულს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად