ნოდარ ხადური: მარკირების პროცესი დაწყებულია და შეფერხების გარეშე გაგრძელდება

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მარკირების პროცესის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

„ჩვენ მეწარმეებისთვის არასდროს გვითქვამს, რომ მხოლოდ ორი თვე გადაიხდიდა შემოსავლების სამსახური. ვფიქრობ მარკირების პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება. არანაირი შეფერხება არ იქნება“, – განაცხდა ხადურმა. 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ბრძანებით, 2015 წლის 10 აგვისტოს ძალაში შევიდა არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირება, რომელიც 2015 წლისპირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. 

ადგილობრივი მეწარმეები ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ. თავად ფინანსთა მინისტრი კი ბიზნესს უმტკიცებს, რომ მარკირების შემოღება “შავი ხვრელების” ამოქოლვისთვისაა საჭირო. თუმცა, კონკრეტულ ფაქტებს ვერ ასახელებს.

2015 წლის 14 ივნისს, მაშინ როდესაც ბრძანებაზე ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა, ნოდარ ხადური მეწარმეებს შეხვედრას და საკითხის განხილვას ჰპირდებოდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...