ნოდარ ხადური: “2016 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 1 მილიარდ ლარს დავხარჯავთ”

"მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 1 მილიარდ ლარს დავხარჯავთ",-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გადაცემა "ეტალონში" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ხადურმა აღნიშნა, მომავალ წელს აღნიშნული თანხა გადანაწილდება მუნიციპალიტეტებზე და სოფლებზე. 

"ცხადია, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი არის ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ გავაცხადეთ წინასაარჩევნო პერიოდში, დღეს ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა არის ოცნება. ეს არის ამოცანები და ვალდებულებები, რომლებიც ჩვენმა გუნდმა აიღო წინასაარჩევნოდ, დიდი სოციალური ვალდებულებები ავიღეთ, ბიუჯეტის თითქმის 1/3 მიდის ჯანდაცვაზე, ყველა ადამიანი დაზღვეულია და ყველა ადამიანმა იცის, რომ ელემენტარული ჯანდაცვის პროგრამების და მომსახურების მისაღებად მას არ მოუწევს სახლის გაყიდვა და ა.შ. პენსიებიც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე განათლება და მინდა გითხრათ, რომ ეს არ ხდება ეკონომიკის ხარჯზე. 

მომავალი წლიდან დავხარჯავთ 1 მილიარდ ლარს ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, გარდა ამისა, 850 მილიონ ლარს გადავანაწილებთ მუნიციპალიტეტებზე, იმისათვის, რათა მუნიციპალიტეტებმა საკუთარი უფლებამოსილება შეასრულონ, ამის გარდა 250 მილიონ ლარს გავანაწილებთ მუნიციპალიტეტებზე ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, ეს უკვე 1.1 მილიარდს ასცდა და 50 მილიონს გადავურიცხავთ ყველა სოფელს”,-განაცხადა ხადურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად