ნოდარ ხადური: 2014 წლამდე ოპერისა და ბალეტის თეატრში ხელფასი იყო 0 ლარი

" 2014 წლამდე ოპერისა და ბალეტის თეატრში ხელფასების რაოდენობა ნული იყო. თუმცა ანაზღაურების სახით მიმდინარე წელს თეატრში 5 მილიონ 700 ათასი ლარი გაიცა, – ამის შესახებ ფინასთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

“ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, ოპერისა და ბალეტის თეატრში ხელფასი იყო ნული ლარი, ანუ თითქოს საერთოდ არ იყო იქ ხელფასი და წელს უკვე 5 მლნ 700 ათასი ლარი გაიცა. თავისთავად ცხადია, ხელფასებს თანამშრომლები იგივე ოდენობით იღებენ, უბრალოდ ერქვა სხვა მუხლი, კლასიფიკატორის სხვა მუხლით გადიოდა“, – განაცხადა ხადურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...