ნოდარ კაპანაძე: კომუნალური გადასახადების ჩამოწერით მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ შექმნილი მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე კომუნალური გადასახადების ჩამოწერით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც კაპანაძემ „აიპრესს“ უთხრა, მთავრობამ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა.

„შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ეს შეღავათები რასაკვირველია ძალიან ქმედითი ნაბიჯები იქნება. სხვა საკითხია, რამდენად… როგორც წვიმს ისე ქუხს, ეს გამოთქმა როგორც არის, მაგრამ როდესაც მთელი მსოფლიო ურთულეს ვითარებაშია, ჩვენი მთავრობაც სხვა გზას ვერ აირჩევდა. პრინციპში ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უნდა გაეკეთებინა.

რაც შეეხება ეკონომიკას, კომუნალური გადასახადები ეკონომიკასთან საერთოდ არანაირ კავშირში არ არის, მაგრამ ეს არის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან კავშირში და რასაკვირველია ეს იქნება დადებითი. დადებითი გავლენა ექნება სოციალურ ფონზე“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა იმ ადამიანების იდენტიფიცირებასაც მოახდენს, ვინც სამსახური დაკარგა და დაეხმარება. პირველ ეტაპზე ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარის მობილიზება მოხდა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად