ნოდარ ჯავახიშვილი: ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონა მოეწყობა

NULL

ვერეს ხეობაში მშენებლობები არ მოხდება და იქ რეკრეაციული ზონა გაკეთდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.

ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონა გაკეთდება და ხელისუფლების მიერ ეს ასეც არის დაგეგმილი. მან უარყო თითქოს მთავრობის სხდომაზე ვერეს ხეობაზე მშენებლობების გაგრძელების შესახებ რაიმე გადაწყვეტილება იყო მიღებული.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ ხეობაში რა მშენებლობებიც იყო განხორციელებული, უკანონო იყო.
“სახელმწიფოს განსხვავებული მიდგომა უნდა ჰქონოდა მანამდეც და სტიქიის შემდეგაც იქ არაფერი არ უნდა აშენდეს, მით უფრო სტიქიის შემდეგ იქ არაფერი არ აშენდება. საშიშროება, დამცავ ნაგებობებს როგორ კარგად მოვაწყობთ, ყველა შემთხვევაში რჩება, ამიტომ მდინარის კალაპოტში რომ მშენებლობა არ შეიძლება ერთმნიშვნელოვანია და დარწმუნებული იყავით, ხელისუფლება ამას ასეც მიხედავს”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად