A2 ბანერი
A2 ბანერი

ნოდარ გიორგაძე: ძლიერი შვილები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს (ვიდეო)

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის, “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი, ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოზარდებს ერთმანეთის თანადგომისკენ მოუწოდებს.

“ძვირფასო მეგობრებო, ჩემო პატარა მეგობრებო, შვილებო, შვილიშვილებო, სოციალური კამპანია „ძლიერები არ ძალადობენ“ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წამოწყება ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მთელს მსოფლიოში. თუ კარგად გადავხედავთ სამყაროში მიმდინარე პროცესებს, მივხვდებით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ადგილი აქვს ჩაგვრასა და ძალადობას, იქ კარგი არაფერი ხდება.

ჩვენ გვინდა, რომ თქვენ – ჩვენი შთამომავლობა იმ ადამიანების გვერდით დადგეთ, ვინც უფრო სუსტია. მათი მხარდაჭერა, გვერდით დგომა, წაქცეულის წამოყენება და ხელის შეშველება – ეს არის მთავარი, რაც ამ ცხოვრებაში სწორ გზაზე დაგაყენებთ.

იცოდეთ, სიკეთის კეთებაზე დიდი სიკეთე და მადლიერება არ არსებობს. დაუდექით ერთმანეთს გვერდით და დაეხმარეთ, რათა ვიყოთ ძლიერები. ძლიერი შვილები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს. დღეს, საქართველოს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ეს, რათა ჩვენი ქვეყანა, დალაგდეს და გადაიქცეს მართლაც დემოკრატიულ სახელმწიფოდ.

ჩვენს გვსურს, მომავალ თაობებს დავუტოვოთ ქვეყანა და არა სახელი სახელმწიფოსი. მინდა, დატოვოთ სახელები, ამ სახელებს კი ქმნით თქვენ. უნდა გახდეთ ისეთები, რომლითაც იამაყებს ჩვენი ქვეყანა, მიწა, ენა, სარწმუნოება და ტერიტორიები. სახელმწიფო ვერ აღდგება სუსტი ადამიანების ხელში. საქართველო აღდგება მაშინ, თუკი ყველა ერთად ვიქნებით და დავეხმარებით ერთმანეთს.
გახსოვდეთ, სიკეთის მკეთებელი არასდროს უცდის, როგორ და როდის დაუბრუნებენ მას. გააკეთეთ სიკეთე და არ დაიღალოთ. გააგრძელეთ გზა. ძალიან მიყვარხართ, ძალიან კარგად მინდა რომ იყოთ. გისურვებთ ყველას ერთმანეთის თანადგომას, ხელის გაწოდებას, ერთმანეთის გულში ჩახუტებასა და მხარდაჭერას”, – აცხადებს ბიზნესმენი.

“არ დაჩაგრო, იზრუნე” – ამ სლოგანით სოციალური პროექტი “ძლიერები არ ძალადობენ” ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრებას, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სპორტული სამყაროს კონსოლიდირებას ბულინგის, ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ. პროექტი ბულინგის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის განხორციელებას გულისხმობს, ფსიქოლოგების, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების, მოზარდების და წარმატებული სპორტსმენების მონაწილეობით. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გურამ კაშია, ნინო სალუქვაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, რევაზ მინდორაშვილი, გიორგი ლომაია, ნიკოლოზ ეგაძე, ლადო ხინჩეგაშვილი ბულინგის წინააღმდეგ ერთიანდებიან და სოციალური კამპანიის “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩები გახდებიან. სამი თვის განმავლობაში, ისინი სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სპორტულ მასტერ კლასებზე შეხვდებიან და მოზარდებს საკუთარი წარმატების გამოცდილებას გაუზიარებენ. კამპანიის ფარგლებში, მოზარდებისთვის ჩატარდება ესეებისა და ნახატების კონკურსი ბულინგის თემაზე, ასევე, გაიმართება სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრება და მასტერკლასი. პროექტი – “ძლიერები არ ძალადობენ” დეკემბერში სპორტული ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. ავტორიტეტული ჟიური 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ჟურნალისტებს გამოავლენს, რომელთაც წვლილი მიუძღვით სპორტის განვითარების ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციაში. სოციალურ კამპანიას, ცნობილ სპორტსმენებთან ერთად, კეთილი ნების ელჩის სტატუსით უერთდებიან: “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე; “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე; განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე; ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი და სხვები. სოციალურ პასუხისმგებლობას მომავალზე იზიარებს კომპანია „მაკდონალდსიც“. კამპანიის იდეის ავტორი და ორგანიზატორი კომპანია PRMC-ია. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია.

მსგავსი სიახლეები

კამპანია – „ძლიერები არ ძალადობენ“ თბილისის საჯარო სკოლებში გრძელდება

კომპანია PRMC-ს სოციალური პროექტის - „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, თბილისის 166-ე საჯარო სკოლას კამპანიის…

გურამ კაშია: ინსტაგრამზე პირადად მომწერეთ, თქვენი ტკივილი გამიზიარეთ და აუცილებლად…

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი და PRMC-ის სოციალური კამპანიის - „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების…

გურამ კაშია: ერთი კვირის წინ ვბღაოდი, მამაჩემია ძალიან ცუდად, საავადმყოფოშია

კომპანია PRMC-ის სოციალური პროექტის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, ბრიტანულ-ქართულ აკადემიას კამპანიის კეთილი…

“ძლიერები არ ძალადობენ” – კამპანიის კეთილი ნების ელჩები ევროპული…

სოციალური პროექტის - "ძლიერები არ ძალადობენ" კეთილი ნების ელჩები: ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი;…

ვარლამ ლიპარტელიანი: არასოდეს დაჩაგრო სხვა და შენ იქნები ნამდვილი ჩემპიონი (ვიდეო)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი, კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის -…

სპორტსმენი არავის ჩაგრავს – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კამპანიაში “ძლიერები არ…

ოლიმპიური ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, კომპანია PRMC -ის სოციალურ კამპანიას -…

სოციალური კამპანია – “ძლიერები არ ძალადობენ” დაიწყო

ქართველი სპორტსმენები ბულინგის წინააღმდეგ ერთიანდებიან. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლაშა…
კომენტარები
იტვირთება...