ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში მარი გელ-მანი გარდაიცვალა

აშშ-ში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში მარი გელ-მანი. ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერზე ვრცელდება.

გელ-მანმა იალეს უნივერსიტეტი 1948 წელს დაამთავრა. 1951 წელს მან სადოქტორო პრემია დაიცვა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფიზიკის ელემენტარული ნაწილაკების შესწავლაში. 1961 წელს მან ჰონრონული ნაწილაკების ახალი კლასიფიკაცია წარადგინა, ხოლო მოგვიანებით ელემენტარული ნაწილაკების კვარკული მოდელი შეიმუშავა.

გელ-მანი მიიჩნევა კვარკსი ავტორად. ეს ტერმინი მან ჯეიმს ჯოისის წიგნიდან “ფინეგანის გამოღვიძება” აიღო. 1969 წელს მას, ელემენტარული ნაწილაკების კლასიფიკაციასთან დაკავშირებული აღმოჩენებისა და მათი ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით ნობელის პრემია გადაეცა.

1984 წელს კი, სხვა ფიზიკოსებთან ერთად იგი სანტა-ფეს უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად