“ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის” კარდიოლოგიის და ინტენსიური თერაპიის ლაბორატორია ულტრათანამედროვე აპარატით აღიჭურვა

„ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ არაკომერციული, მრავალპროფილური კლინიკური დაწესებულებაა, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვაა. კლინიკის სამედიცინო გუნდი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

კლინიკა ყოველწლიურად ვითარდება, რაც გამოიხატება ახალი სერვისების დამატებითა და ტექნოლოგიური მიღწევებით.
2020 წლის მარტიდან კლინიკას დაემატა კარდიოლოგიის ინტენსიური თერაპიისა და კათეტერიზაციის ლაბორატორია, რომელსაც ხელმძღვანელობს კარდიოლოგი, კარდიოინტერვენციონისტი გიორგი გეტმანსკი. იგი დეტალურად ისაუბრებს განყოფილების სერვისებთან დაკავშირებით.

_ რა სერვისებს სთავაზობს თქვენი კლინიკა პაციენტებს?

კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია ულტრათანამედროვე, უახლესი თაობის, იაპონიაში წარმოებული ანგიოგრაფიული აპარატით (SHIMADZU, Trinias Smart), რომელიც ზედმიწევნით და დიდი სიზუსტით ასრულებს კარდიოლოგიური, პერიფერიული და ნევროლოგიური სისხლძარღვთა პათოლოგიების დიაგნოსტირება-სტენტირებას. აპარატის დახმარებით მკვეთრად მცირდება ოპერაციის ხანგრძლივობა. აპარატი საშუალებას გვაძლევს პაციენტის მინიმალური დასხივებით მივიღოთ მაღალი გარჩევადობის გამოსახულება.
ჩვენთან პაციენტს შეუძლია ისარგებლოს კორონაროგრაფიის, ანგიოპლასტიკის სერვისებით. მალე შევძლებთ ელექტროფიზიოლოგიის და მუდმივი კარდიო სტიმულატორის იმპლანტაციის სერვისების შეთავაზებასაც.
კათეტერიზაციის ლაბორატორია 24 საათიან რეჟიმში ემსახურება პაციენტს.

_ თქვენ კლინიკაში როგორი სტენტებია და რა უჯდება პაციენტს სტენტის იმპლანტაცია?

_ ჩვენ მხოლოდ წამლით დაფარული სტენტები გვაქვს. ვიყენებთ ამერიკულს ან ევროპულს.
სხვადასხვა კლინიკა წამლით დაფარულ სტენტზე გარკვეულ თანხას ამატებს. „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ პაციენტი იხდის მხოლოდ იმ თანხას, რასაც გვაწვდის სახელმწიფო. მაგალითად, პენსიონერს, რომელიც ჩვენ მოგვმართავს მწვავე კორონალური სინდრომის დროს, კორონაროგრაფია დაუჯდება 55 ლარი, ხოლო სტენტის იმპლანტაცია – 180 ლარი.

_ როგორ მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში კარდიოლოგიის ინტენსიური თერაპიის განყოფილება?

_ ჩვენს გუნდში პროფესიონალი ექიმები და ექთნები მუშაობენ. ძლიერი გუნდი ვართ, რაც შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია. დღის ექიმი კოტე სამჭკუაშვილია; უფროსი ექთანი მარინა ვეშაგური…
ასევე გვაქვს ნოზოლოგიით დადგენილი ყველა სერვისი.

_ რა გეგმები აქვს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ ?

_ ჩვენი ჰოსპიტალი საქართველოს რეალობაში იმ უიშვიათეს გამონაკლისს განეკუთვნება, რომელიც ჩამოყალიბებულია არამომგებიანი იურიდიული პირის სახით. ჰოსპიტალი პრაქტიკული ბაზაა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სტუდენტებისთვის. სტუდენტების განათლებაზე ზრუნვა კლინიკას მუდმივი განვითარების პლატფორმას უქმნის.
ჩვენი კლინიკა წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდა, დაგვემატა ახალი სერვისები ნეიროქირურგიული, კარდიოინტევენციული და რადიოლოგიური მიმართულებით.

_ რატომ გადაწყვიტეთ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში’’ გადმოსვლა?

_ აქ იმიტომ გადავწყვიტე გადმოსვლა, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაა, ურთიერთობა მაქვს სტუდენტებთან. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ყველაზე ინტერნაციონალური უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებს და პერსონალს განუსაზღვრელ შესაძლებლობებს აძლევს განვითარებისთვის.
კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც ექიმებს საშუალებას გვაძლევს მოვემსახუროთ პაციენტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

 

დეტალური  ინფორმაცი შეგიძლიათ იხილო სოციალურ ქსელ facebook-ში,  “ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის” ვერდზე: https://www.facebook.com/nvuhospital/

ან დაუკავშირდეთ  0159, თბილისი, ლუბლიანას ქ. 2/6, +995 32 248 72 27 ; hospital@newvision.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად