ნიუ-ჯერსიში მომხდარ სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-ჯერსიში მომხდარ სროლას ხუთი ადამიანი და ერთი პოლიციელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას იქაური პოლიცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც საქმის გამოძიებაზე მუშაობდა, ეჭვმიტანილებზე გავიდა, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა მას ცეცხლი გაუხსნა.

შემდეგ დამნაშავეები მაღაზიაში მიიმალნენ, სადაც, პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის დაწყებული სროლის შედეგად ორივე დამნაშავე დაიღუპა, ხოლო სამი მშვიდობიანი მოქალაქე მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც ისინიც დაიღუპნენ. გარდა ამისა, საავადმყოფოში იმყოფება დაჭრილი ორი პოლიციელი, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად