ნიუ-იორკში რელიგიური მოტივით ვაქცინაციაზე თავის არიდება კანონით აიკრძალა

წითელას ეპიდემიის აფეთქების გამო ნიუ-იორკში სასკოლო ასაკის ბავშვების აცრა სავალდებულოდ ხდება, მიუხედავად იმისა, ეწინააღმდეგებიან თუ არა ამას მშობლები რელიგიური მოსაზრების გამო.

ხუთშაბათს გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სასკოლო ვაქცინაციისგან არასამედიცინო ჩვენებით თავის არიდებას გამორიცხავს. მისი ოფისის განმარტებით, კანონი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.

“ვაქცინაცია უსაფრთხოა, ეფექტურია, ჩვენი ბავშვების დაცვის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა. მე მესმის პატივს ვცემ სარწმუნოებრის თავისუფლებას, თუმცა ჩვენი უპირველესი ამოცანა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა და ამ კანონის მიღებით ჩვენ ეპიდემიის აფეთქების შეჩერებას შევძლებთ”, – განაცხადა ენდრიუ კუომომ.

ნიუ-იორკის შტატში აღნიშნული კანონის გამოცემამდე ანალოგიური კანონი კალიფორნიის, მისისიპის, აღმოსავლეთ ვიჯინიის და მენის შტატში.

წელს აშშ-ის 28 შტატში წითელათი დავადების 1022 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 1992 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2000 წელს აშშ-ის დაავადების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრმა წითელას ვირუსი ქვეყანაში ლიკვიდირებულად გამოაცხადა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად