ნიუ-იორკში მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სანაცვლოდ 100 აშშ დოლარს დაურიგებენ

30 ივლისიდან ნიუ-იორკის მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის სანაცვლოდ 100 აშშ დოლარს დაურიგებენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მერიაში მიიღეს. თანხის მისაღებად ვაქცინაციის მსურველი სპეციალურ ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდეს.

ამ დროისთვის ქალაქის მოსახლეობის 45%-დან 65%-მდეა აცრილი. ქალაქის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვის ზრდის ფონზე, ვაქცინაციას მეტი ადამიანი გაივლის.

კომენტარები
იტვირთება...