ნიუ-იორკში მომხდარი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი ღამის კლუბში, ბრუკლინის სამხრეთში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაკითხულია ორი ადამიანი.
სროლის გამომწვევის შესაძლო მიზეზებისა და თავად მსროლელების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.