ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით,  საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა .

როგორც პაატა იმნაძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეა გარდაცვლილი.

„სამწუხაროდ , კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მე-5 შემთხვევა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულის გარდაცვალების. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა, ორივე შემთხვევაში, გარდა კოვიდისა, ასევე იყო თანხმლები სხვა ქრონიკული დაავადებები,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად