ნიუ იორკში კომენდანტის საათი გახანგრძლივდა

ნიუ იორკში კომენდანტის საათი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა. ამის შესახებ მეგაპოლისის მერმა ბილ დე ბლაზიომ თავის Twitter-ზე განაცხადა.

“მიმდინარე საპროტესტო აქციებს აზრი და ძალა აქვს. მაგრამ არიან ადამიანების ჯგუფები, რომლებიც იყენებენ საპროტესტო აქციებს ძალადობის სტიმულირებისა და ქონების განადგურების მიზნით. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.” – დაწერა დე ბლაზიომ.

ორშაბათს, მერმა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათის დაწესების შესახებ განაცხადა. როგორც მისი ბრძანებულებიდან ირკვევა, დამნაშავეებს შეიძლება სამ თვემდე მიესაჯოს პატიმრობა, ასევე ჯარიმა 500 აშშ დოლარამდე. კომენდანტის საათი არ ვრცელდება, მეხანძრე-მაშველებზე, პოლიციაზე, სამედიცინო პერსონალზე და რიგი სასურსათო მაღაზიებზე და აფთიაქების თანამშრომლებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად