ნიუ იორკის შტატში, საპროტესტო აქციების ფარგლებში, ჯიპი პოლიციელებში შევარდა

ბუფალოში, ნიუ იორკის შტატში, პოლიციის თანამშრომლები მძიმედ დაშავდნენ. ამის შესახებ Twitter- ზე ერის ოლქის აღმასრულებელი განყოფილების ხელმძღვანელი მარკ პოლონკარტსი წერს.

“ერის ოლქის ხელისუფლება და პოლიცია ბუფალოში, ბეილის გამზირზე მომხდარ ინციდენტს იძიებენ, რომლის ფარგლებშიც, ორ პოლიციელს ავტომობილი დაეჯახა.” – თქვა მან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებულები ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათ სერიოზული დაზიანებები მიიღეს, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში არიან. მანქანის მძღოლი და მგზავრები დააკავეს.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აიძულებს პოლიციის სპეცრაზმი მომიტინგეებს, დატოვონ ბუფალოს ბეილის ავენიუ. სწორედ ამ მომენტში, ავტომობილი ეჯახება პოლიციელებს რიგებს, არღვევს მას და იმალება.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად