ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა, ტექნიკური ხარვეზების გამო 4 საათით შეჩერდა

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა 4 საათის განმავლობაში შეჩერდა.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა, ტექნიკური ხარვეზების გამო, ოთხშაბათს იძულებული გახდა შეეწყვიტა ვაჭრობა რამოდენიმე საათით .

სავალუტო გაცვლის ობიექტი Intercontinental Exchange Inc (ICE.N) ფილიალი, 15:10-ზე კვლავ გაიხსნა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ განაცხადა, რომ სისტემის გათიშვა შიდა ტექნიკური ხარვეზების გამო მოხდა და არა რაიმე კიბერთავდასხმის. აღნიშნული სავალუტო გაცვლის ობიექტების გარდა, სხვა ობიექტები, შეფერხების გარეშე ფუნქციონირებდა.

“ეს არ არის კარგი დღე და მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენს კლიენტებს ამ ხარვეზებთან შეჯახება მოუწევთ”, – განუცხადა CNBC-ს, NYSE-ს პრეზიდენტმა, ტომას ფარლიმ.

NYSE მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფონდო ბირჟაა, მასზე ყოველდღიურად $170 მილიარდის მოცულობის ტრანზაქციები ხორციელდება. მის გარდა ამერიკაში 11 საფონდო ბირჟა და 40-მდე კერძო სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად