ნიუ-იორკის პოლიციამ საპროტესტო აქციის 76 მონაწილე დააკავა

ნიუ-იორკის პოლიციამ, კორპორაცია Microsoft-ის მაღაზიასთან, მანჰეტენზე მოძრაობის ბლოკირების გამო, საპროტესტო აქციის 76 მონაწილე დააკავა, მათ შორის 50 ქალი.

მოძრაობა Close the Camps-ის დემონსტრანტებმა, Microsoft-ის მაღაზიასთან, მეხუთე ავენიუზე მჯდომარე აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ კომპანიას, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურისთვის აეკრძალა Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობა.

გარდა ამისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები მხარს უჭერდნენ იმ ბანაკების სრულად დახურვას, სადაც არალეგალი იმიგრანტები ცხოვრობდნენ, მათ შორის ლათინური ამერიკიდან. ვიდეორგოლებში, რომლებიც Twitter-ზე, Microsoft-ის მაღაზიის წინა არის განთავსებული, ჩანს საპროტესტო აქციის მონაწილეები წარწერებით: „ეს არის ფასი იმ ბიზნესისა, რომელიც საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურთან იწარმოება“.

„ჩვენ მადლობას ვუხდით ნიუ-იორკი პოლიციას საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლისთვის. მაღაზია დღის ბოლომდე დაკეტილი იქნება და მოუთმენლად ველით, კვლავ გავხსნათ იგი.“ – აცხადებს Microsoft-ის წარმომადგენელი.

„Microsoft – ეს არის იმიგრანტების კომპანია იმიგრანტების ქვეყანაში. Microsoft-ი არის პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია“, – აცხადებს Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმიტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად