ნიუ-იორკის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების ბრალდებით ორი ძმა დააკავა

ნიუ-იორკის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების ბრალდებით ორი ძმა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times- ი პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრისტიან და ტაილერ ტორო 28 წლის არიან. ერთ-ერთი მათგანი საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და 31 იანვარს არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას კონტეინერები აღმოაჩინეს, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა.

CBS News- ის ცნობით, გამოძიება 4 დეკემბერს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტერორისტული თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით დაიწყო. ამ შემთხვევაში სკოლის ერთ-ერთი სტუდენტი დააკავეს.

ხოლო 10 იანვარს კრისტიან კორო, რომელიც სკოლაში მუშაობდა, სამსახურიდან წავიდა. შენობის დატოვების შემდეგ მისი ელექტრონული წიგნი აღმოჩინეს, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერებების მომზადების მეთოდები იყო აღწერილი.

ეჭვმიტანილების დაკავებასთან დაკავშირებით, ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ პრესკონფერენცია პოლიციასა და ფედერალურ ბიუროსთან ერთად გამართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...