ნიუ-იორკის მერი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან ტელეარხ NBC–ის გადაცემაში განაცხადა.

”ვგრძნობ, ყველაფერი გავაკეთე, რაც ამ პირველი არჩევნებისათვის შესაძლებელი იყო და ახლა აშკარად ჩემი დრო არ არის, ამიტომ ვაპირებ საპრეზიდენტო კამპანია დავამთავრო ”, -განაცხადა დე ბლაზიომ.

მან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მაისში განაცხადა. დე ბლაზიოს თქმით, მისი პრიორიტეტული მიმართულება განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში ძირითადი ინვესტიციების განხორციელება იქნებოდა.

გამოცემა Wall Street Journal-ის ცნობით, კვლევის შედეგების თანახმად, დე ბლაზიოს დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლების მხრიდან დაბალი მხარდაჭერა ჰქონდა.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს შორის არიან აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მონტანას შტატის გუბერნატორი სტივ ბალოკი.

არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ასევე განაცხადა დემოკრატმა ერიკ სუოლულმა, მაგრამ ის ივლისში თანამდებობიდან გადადგა. აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად