ნიუ-იორკის ხელისუფლებამ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ციხის დახურვა გადაწყვიტა

ნიუ-იორკის საქალაქო საბჭომ 2026 წლისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ციხის დახურვას მხარი დაუჭირა.

Fox News-ის ცნობით, რაიკერსის ციხის დანგრევის გეგმა ქალაქს 8 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

დაგეგმილია, რომ პატიმრები უფრო მცირე ტერიტორიაზე, ახალ ციხეებში გადანაწილდებიან და ძველი კომპლექსები გაფართოვდება.

რაიკერსის ციხეს მრავალი სკანდალური ფაქტი უკავშირდებოდა, მათ შორის პატიმართა ცუდი პირობები, თვითმკვლელობა, მათ მიმართ სასტიკი დამოკიდებულება.

ციხის დახურვის გადაწყვეტილება ასევე იმით აიხსნება, რომ რეფორმების ფონზე, დაკავებულ პირთა რაოდენობა კლებულობს. ასევე, მთლიანობაში დანაშაულის დონეც შემცირდა.

რაიკერსის ციხე 1930-იანი წლების დასაწყისში დაარსდა. ახლა იქ საშუალოდ დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იმყოფება, მათი უმეტესობა სასამართლო პროცესს ელოდება.

როგორც CNN-ი იუწყება, ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, ქალაქში 2014 წლიდან პატიმართა საერთო რაოდენობა 11 ათასიდან 7000 – მდე შემცირდა. პროგნოზის თანახმად, 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3,300 ადამიანი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად