“ნიუ-იორკ თაიმსი“ უკრაინული ბოინგისა და ირანული რაკეტების შეჯახების ვიდეოს ავრცელებს (ვიდეო)

“ნიუ-იორკ თაიმსმა” გუშინ გვიან საღამოს გავრცელა ვიდეო, რომელზეც, მისი მტკიცებით, უკრაინულ თვითმფრინავზე ირანის მიერ ნასროლი ორი რაკეტის შეჯახებაა ასახული.

“ნიუ-იორკ თაიმსის” აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ფაქტების და ვიდეოს ანალიზით ირანის მიერ უკრაინელი ბოინგის ჩამოგდების ფაქტის დეტალების დადგენა ხერხდება.

გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინული თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან 6 საათსა და 12 წუთზე აფრინდა და ჩვეული კურსით და უკვე სამი წუთის შემდეგ დაახლოებით 2,4 კმ-ის სიმაღლე ჰქონდა აღებული და აფრენიდან ამ მომენტამდე ტრანპორდერი (სიგნალის მიმღებ-გადამცემი მოწყობილობა) ნორმალურად ფუნქციონირებდა, – მიღებულ სიგნალზე პასუხს აბრუნებდა. 6 საათი და 15 წუთიდან კიგაგზავნილ სიგნალებზე პასუხის დაბრუნება შეწყდა.

გაზეთის თქმით, ამ დროს ბოინგს რაკეტა მოხვდა და მისი ტრანპორდერი გაითიშა, თუმცა თვითმფრინავი არც ამ რაკეტას და არც 23 წამის ინტერვალის შემდეგ მოხვედრილ მეორე რაკეტას მაშინვე არ ჩამოუგდია. თვითმფრინავიდან 13 კმ-ით დაშორებული რაკეტების მოხვედრის შემდეგ ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი აეროპორტისკენ მოტრიალდა და შემდეგ დაშვების დაწყების დროს აფეთქდა.

ვიდეოზე, რომელსაც “ნიუ-იორკ თაიმსი” ავრცელებს (ცნობილი გახდა, რომ ირანში დააკავეს პირი, რომელმაც გუშინ იუთუბზე თვითმფრინავის ჩამოგდების ამსახველი ვიდეო ატვირთა) ჩანს თარიღი: “2019-10-17” და არა 8 იანვარი, დღე, როდესაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს. გაზეთი თვლის, რომ ეს ირანულ და გრიგორიანულ კალენდრებს შორის განსხვავებით აიხსნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად