ნიცის მერმა ქალაქში მომხდარ თავდასხმას ტერაქტი უწოდა

ნიცის ეკლესიაში თავდასხმის შედეგად დაღუპულები ისლამოფაშიზმის მსხვერპლი გახდნენ. ამის შესახებ განაცხადა ქალაქის მერმა კრისტიან ესტროსიმ, იუწყება Le Figaro.

“დღეს ჩვენ ძვირი გვიჯდება ეს ყველაფერი, ისევ ისლამოფაშიზმის მსხვერპლნი ვხდებით”, – თქვა ესტროსიმ.

ნიცაში ტერაქტის გამო, ყველა ეკლესია დაიხურება.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეწვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიზისულ დეპარტამენტს, რის შემდეგაც გაფრინდება ნიცაში.

ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს, ნიცაში, უცნობი პირი დანით დაესხა თავს ღვთისმშობლის ტაძრის მრევლს და სამი ადამიანი იმსხვერპლა. მედიის ცნობით, ერთ-ერთ ქალს თავი მოკვეთეს. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. ესტროსიმ მომხდარს ტერაქტი უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად