ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმა ეკლესიასთან მოხდა. მეფით მოსიარულეებს თავს დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია მინიმუმ სამი ადამიანი.

BFMTV-ს და Le Figaro-ს თანამოსაუბრეებმა პოლიციაში განმარტეს, რომ თავდასხმის ერთ-ერთ მსხვერპლს, ქალს თავი მოკვეთეს.

ნიცაში თავდასხმის შემდეგ ყველა ტაძარი დროებით დაიხურება. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეწვევა ქალაქს. ნიცის მერის თქმით, თავდამსხმელი დააკავეს. მერმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად