ნიჭიერ ახალგაზრდას, კესო ნაჭყებიას, საზღვარგარეთ გამგზავრება დაუფინანსდა

აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

კესო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის IX სემესტრის სტუდენტია და გერმანიაში, ზოესტის სამედიცინო ცენტრში, თერაპიული ნევროლოგიის განყოფილებაში კლინიკური პრაქტიკის გასავლელად მიემგზავრება.

მიმდინარე წელს, მერიამ 35 ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად