ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია ილია ჭავჭავაძის სახელობის მედლით დაჯილდოვდა

ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, ილიას მედლით ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია დაჯილდოვდა.

” ჭავჭავაძის დაბადებიდან 182 წელი შესრულდა. ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნის პატივსაცემად საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ღონისძიება გაიმართა.

წელს, უკვე მეჩვიდმეტედ გაიცა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და „ილიას ფონდის“ თაოსნობით დაარსებული პრემია „საგურამო“ და ილიას მედალი „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“.

პრემია „საგურამო“ მწერლებს,მთარგმნელებს, ხელოვნების სფეროსა და ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენლებს გადაეცათ.

ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, ილიას მედლით ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია დაჯილდოვდა.”,- ნათქვამია მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად