ნინოწმინდაში გზის გაწმენდა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს

ნინოწმინდაში გზის გამწმენდი სამუშაოები სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს,-ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამინდი, გუშინდელთან შედარებით, მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია.

საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს გზის გამწმენდი სამუშაოები. მათი გაგრძელება მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდაში უამინდობის გამი დარჩენილი ადამიანების ევაკუაცია დაასრულეს.

სტიქიის გამო, მოძრაობა ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე, გუდაური-კობის, მლეთა-ფასანაურის მონაკვეთებზე აიკრძალა, სადაც ასობით მოქალაქე გზის გაწმენდას უკვე მესამე დღეა ელოდება. პრობლემები ასევე შეიქმნა მესტია-ზუგდიდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, თუმცა გზის გაწმენდა დაახლოებით 1 დღის განმავლობაში მოხერხდა, მოძრაობა აღდგა ასევე ლენტეხის მიმართულებით. ამ დროისთვის შეუძლებელია გადაადგილება მესტია-უშგულის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...