ნინო ჟვანია: ზაზა ურუშაძე მიყვებოდა, ზურას მკვლელობაზე გადაღებული “ცხელი ძაღლის” სეზონის ამოსაღებად მიშამ ზონდერები როგორ გამოაგზავნა

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.

“ზაზა ურუშაძე მიყვებოდა, ზურას მკვლელობ–აზე გადაღებული “ცხელი ძაღლის” სეზონის ტელევიზიიდან ამოსაღებად მიშამ ზონდერები როგორ გამოაგზავნა და ამათმა კოპიო ღამით ჩუმად როგორ გამოიტანეს.
ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ეგეთი ადამიანები კი დაიმკვიდრებენ ადგილს სასუფეველში❤️” – წერს ნინო ჟვანია.

ცნობისთვის, 2019 წლის 7 დეკემბერს რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრი ( 2004-2005) ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალური ცნობით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად