ნინო ჟვანია: ბოდიშს ვუხდი თოფაძეების ოჯახს, ვისურვებდი, მე დამმართნოდა ეს

გარდაცვლი ექს-პრემიერის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე ჟვანია თოფაძეების ოჯახს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ეს მისთვისაც ისეთივე ტკივილია, როგორც დაზარალებულის ოჯახისთვის.

“მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, როგორიც მათთვის. ვისურვებდი, მე დამმართნოდა ეს. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მიმდინარეობს გამოძიება. ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავით და ახლა ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება. ვფიქრობ, რომ დაუმძიმდება ბრალი. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არ მგონია, რომ მძიმეს”, – აღნიშნა ნინო ჟვანიამ.

მისივე თქმით, თოფაძეების ოჯახში მხოლოდ ბოდიშის მოსახდელად რეკავდა და არა მოსალაპარაკებლად.

შეგახსენებთ, თბილისში ბიზნესმენის და ყოფილი დეპუტატის გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბესარიონ (ბუსა) ჟვანია, რომელსაც ასევე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ჟვანიას ბრალდება წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად