A1 ბანერი

ნინო ზამბახიძე: ჩემმა პრეზიდენტ ტრამპთან ვიზიტმა ბევრი კრიტიკა გამოიწვია – მე ეს შევძელი, ამის მეტი ვერ!

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, რომელიც თეთრ სახლში ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის გახსნას დაესწრო, სოციალურ ქსელში მისი აშშ-ს პრეზიდენტთან ვიზიტის კრიტიკოსებს პასუხობს. “მხოლოდ გამიხარდება თითოეული მაკრიტიკრბელი თუ მეტს შეძლებს და უკეთ წარმოაჩენს ქვეყანას ეს გამოადგება ქვეყანას” – წერს ნინო ზამბახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“მოკლედ ჩემმა პრეზიდენტ ტრამპთან ვიზიტმა ბევრი კრიტიკა გამოიწვია ასე მაგალითად: რატომ უნდა იღებდეს ეს სულ გრანტებს, რომ არის მახინჯი და მურთხი ლამაზისეული რატომ გაუშვით ტრამპთან, რა წარმოდგენა ექნება მას რომ ქართვრლები ასეთი მახინჯები არიან?  რა გაუნათლებელა აზრზე არაა რა უნდა ილაპარაკოს პრეზიდენტთან, და რას ეტენება ვაზელინით ტრამპს, თუ ბიზნესს ყიდის, რა პონტში გადაუხადა მადლობა? როგორ დააკნინა ქართველი ქალი, ისე საშინლად წარმოაჩინა ქვეყანა რომ ასეთი სირცხვილი ერს არ უჭამია.
აი ამაზე რაც შემიძლია მათ ვუპასუხო არის ის: რაც გამაჩინა ღმერთმა ასეთი ვარ და დედაჩემს და მამაჩემს თუ მოკითხავთ პასუხს ჩემ უშნოობაზე, ეს გრანტი მე არ მომაქვს, 2007 წელს მე რო დავიწყე ბიზნესი მაშინ ქალებს არ ქონდათ მომავალი ფინანსურ რესურსებთან ხელმისაწვდომობაზე, არ ჩავთვალე საჭიროდ ტრამპთან მელაპარაკა ბრუცელოზის გამო რატომ დავკალი ძროხები!
 მე ეს შევძელი ამის მეტი ვერ!
მხოლოდ გამიხარდება თითოეული მაკრიტიკრბელი თუ მეტს შეძლებს და უკეთ წარმოაჩენს ქვეყანას ეს გამოადგება ქვეყანას.

მიხარია რომ გულშემატკივარი ბევრად მეტია ვიდრე მაკრიტიკებლები” – წერს ნინო ზამბახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის ხელმოწერის ცერემონიალზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცა.

„ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, რომ ვუთხრა ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს, რომ ისინი ადამიანების ცხოვრებას მსოფლიოს გარშემო უკეთესობისკენ ცვლიან. მე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტი მივიღე. ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ აქვთ. ჩემთვის გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც ათასწლეულის კორპორაციამ შესაძლებლობა მომცა გადამელახა ეს გამოწვევა. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ. ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მეთაურობით აშშ-საქართველოს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება. საქართველოს ყველა მოქალაქე ამას გრძნობს. ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ. თქვენი პროექტები, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ ნამდვილად მასშტაბურია.

ქალებს აქვთ მომავალი და მთელ მსოფლიოში ათასობით ნინოა, რომელსაც არ შეუძლია მოვიდეს და ეს პირდაპირ გითხრათ. აშშ-ს პროგრამების მონაწილეთა სახელით მსურს მადლობა გითხრათ“ – ამ სიტყვებით მიმართა ნინო ზამბახიძემ ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...