ნინო ვიბლიანი: ჭუბერში სტიქიით დაზარალებულები კომპენსაციას ზარალის შესაბამისად მიიღებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა ჭუბერში მომხდარი სტიქიის შესახებ ისაუბრა.ჭუბერში,ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ სახლები დაიტბორა,გაანადგურდა შენობა-ნაგებობები.სტიქიის შედეგად მდინარე ნენსკის მარჯვენა და მარცხენა ხეობის ზოლი მწყობრიდანაა გამოსული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა,როგორც ‘აიპრესსთან” განაცხადა,ჭუბერში მომხდარი სტიქიის შედეგად, მდინარე ნენსკის მარჯვენა და მარცხენა ხეობის ზოლი მწყობრიდანაა გამოსული.ამ ეტაპზე ნაპირსამაგრი სამუშაოების 90% დასრულებულია,ასევე მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველოყოფა.

-მას შემდეგ, რაც ჭუბერში  სტიქიური მოვლენა მოხდა,მიმდინარეობს ნაპირსამაგრი აღდგენითი სამუშაოები. მდინარე ნენსკრამ მოგლიჯა გზის გარკვეული მონაკვეთები,რომელიც ამ ეტაპზე აღდგენილია.ნაპირსამაგრი სამუშაოების 90% დასრულებულია,  ნოემბრის ბოლოს კი აღდგენითი სამუშაოები მთლიანად დასრულდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად მიმდინარეობს კალაპოტის გაფართოება,თუ სამომავლოდ განხორციელდება რაიმე სახის სტიქია  კალაპოტს გამტარიანობა ექნება.

-რა სახის ზარალი მიიღო მოსახლეობამ სტიქიის შედეგად ?  რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ამჟამად?

-ზარალთან დაკავშირებით ჩამოსული იყო ექსპერტიზა ,რომელმაც აღწერა ყველა მოსახლე ვინც ზიანი მიიღო. ექსპერტებმა აღწერეს საცხოვრებელი სახლები, დამხმარე შენობა ნაგეობები,მიწის ნაკვეთები.ასევე არსებობს შესაბამისი გადაწყვეტლება, კომპენსაციის სახით აუნაზღაურდეთ მაცხოვრებლებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი.ერთი ოჯახია დაჩენილი სადაც გარკვეული უთანხმოებაა, მაგრამ ესიც მოგვარდება. დანარჩენი ყველა დაზარალებული მიიღებს ზარალის შესაბამის კომპენსაციას.

რაც შეეხება პროექტებს. სტიქიის შედეგად მოსახლების გარკეული ნაწილი სასმელი წყლის გარეშე დარჩა.ძირითადი პროექტი რა მიმართულებითაც ვმუშაობთ,სწორედ  მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფაა.ამასთან დაკავშირებთ ჭუბერში შეისწავლეს დებედური წყარო,რომლიდანაც სოფელს ექნება წყალის სისტემა  მომარაგებული.ეს პროექტი დასრულების სტადიზეა და მალე განხორციელდება.

-რეალურად რამდენი ოჯახი დაზარალდა სტიქიის შედეგად?

-სტიქიის შედეგად ძალიან ბევრი ოჯახი დაზარალდა.მოგეხსენებათ ჭუბერი მდინარის  ნაპირზე განთავსებული სოფელია, ფაქტობრივად ყველა ადგილობრივის მიწის ნაკვეთი მოგლიჯა და წაიღო,ლოდნარად აქცია.აქედან გამომდინარე ცოტ ცოტა ზარალი ჭუბერის მთელ მოსახლეობას მიადგა.თუმცა,პრიორიტეტი მაინც სახლი და შენობა-ნაგებობებია,ბევრი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

რა არის ზარალის ანაზღაურების პრინციპი,რის საშუალებითაც ხელმძღვანელობთ?

-მთლიანობაში ზარალი მე არ ვიცი ზუსტად რამდენია,თუმცა ძალიან დიდ ზარალზეა აქ საუბარი. მთლიანად მთელი ხეობა, მდინარე ნენსკის მარჯვენა და მარცხენა ხეობის ზოლი მწყობრიდანაა გამოსული.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად