ნინო წილოსანი “ნაცმოძრაობას” : გავიგე მელოდებით, არ დაიშალოთ, მოვდივარ! (ვიდეო)

უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში LIVE ვიდეოს აქვეყნებს , სადაც საუბრობს, იმ მიზეზებზე, რის გამოც, არ დაუჭირა მხარი 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

წილოსანის თქმით, ახლა საარჩევნო სისტემის შეცვლამ შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი შექმნას.

“ქართული ოცნების ამომრჩევლისათვის კიდევ უფრო მეტი მაქვს სათქმელი, ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა სპონტანური და მე ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, მათ შორის ჩემს ახლობლებს, ოჯახის წევრებს და ჩემს კოლეგებს. მიხარია, რომ მომეცა საშუალება თავისუფალი არჩევანი გაეკეთებინა და ჩემი ძირითადი არგუმენტი იყო, რომ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემა ქმნის დიდ რისკს, რომ შეიქმნას სამთავრობო კრიზისი” – ამბობს წილოსანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად