ნინო წილოსანი ნათია თურნავას: ჰესების პროექტის განვითარებასთან ერთად იგულისხმება თუ არა დამატებითი მიწების გადაცემის საკითხი

„ქალბატონო ნათია, თქვენ ძალიან საყურადღებო რამ ახსენეთ, რომ მომავალში გადასაცემ მიწებთან დაკავშირებითაც მზად ვართ ახლავე დავიწყოთ საუბარიო. იქნება ამასთან დაკავშირებითაც გვითხრათ, ჰესების პროექტის განვითარებასთან ერთად იგულისხმება თუ არა დამატებითი მიწების გადაცემის საკითხი“, – ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო  წილოსანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა მიმდინარეობს. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

„ქალბატონო ნათია, თქვენ აღნიშნეთ, რომ მოსახლეობასთან გქონდათ აქტიური კომუნიკაცია და მათი მხრიდან გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებები, რომელიც ამ ხელშეკრულების გაუმჯობესებას ემსახურება და კონკრეტულად იყო მიწასთან დაკავშირებული საკითხები. სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებაა და მაინტერესებს გქონდათ თუ არა კონკრეტულად ამ თემაზე – ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობა, რას გულისხმობს ამ ჯგუფის შექმნა“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა. ხატია წილოსანმა შეკითხვით მიმართა ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს წყლის რესურსებთან და ტვიშის მიკროზონასთან დაკავშირებით. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზენტაციაში აღნიშნული თემა წყლებთან დაკავშირებით – დაიკარგება თუ არა ეს ბუნებრივი სიმდიდრეები. ასევე, ხაზგასმა იყო ტვიშის მიკროზონასთან დაკავშირებით. იქნებ ამასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ იმიტომ, რომ განხილვების დროს ჩვენს კოლეგებსაც ჰქონდათ კითხვები – რამდენად გამოიყენებენ იქ მცხოვრები ადამიანები იმ სიკეთეებს, რომელიც არის ხელმისაწვდომი და მომავალში ხომ არ ემუქრება ამას საფრთხე იმიტომ, რომ საკმაოდ აქტიური ტურისტული ზონაც არის და ჩვენ ძალიან ფართო კონტექსტზე ვსაუბრობთ, რასაც სოფლის განვითარება ჰქვია, სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჰქვია და ეს ყველაფერი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...