ნინო წილოსანი: კახა კუჭავა ნამდვილად იქნება ნეიტრალური თავმჯდომარე

“ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი, მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, კახა კუჭავა ნეიტრალური იქნება და ის კარგად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

კახა კუჭავა არის ნამდვილად ძალიან საინტერესო და წარმატებული ერთ-ერთი ჩვენი ლიდერი. ის იქნება ნამდვილად ნეიტრალური და შეასრულებს სხდომების და პარლამენტის წარმოადგენლის ფუნქციას. ის ნამდვილად კარგად შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის დაკისრებულ ფუნქციებს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები
იტვირთება...