„გიგა ბოკერიას განცხადება, რომ შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადონ თვითმმართველობის არჩევნებს, გასაკვირი არ არის. მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია. ყოველ მომდევნო არჩევნებზე ისინი უფრო და უფრო ნაკლებ მხარდაჭერას იღებენ ჩვენი მოქალაქეებისგან”, – განაცხადა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.
“ამ სასოწარკვეთას ალბათ კარგად დაასრულებს ის ფაქტი, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
აქციებს რაც შეეხება, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ვაღიარებთ და ვემხრობით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ის აქციები, რასაც ისინი აანონსებენ, მიზნად ისახავს დესტრუქცია გამოიწვიონ ან ძალადობრივი გზით მიაღწიონ შედეგს, რასაც არჩევნების გზით ვერ აღწევენ. ამიტომ არჩევნების, ხალხის ნების გამოხატვის ალტერნატივა ძალადობრივი დემონსტრაციები ვერასდროს იქნება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.