ნინო ცაციაშვილი: დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ განცხადებას გამოეხმაურა. ცაციაშვილის განცხადებით, განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა სამინისტრომ უკვე დაიწყო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება,” – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად