ნინო თანდილაშვილმა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვის მიზნით ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

„სახელმწიფოსთვის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვარ, რომ სამინისტროსა და ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართულობით შესაძლებელი გახდა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შემუშავება და საჯარო განხილვა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის. საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში დაამტკიცებს და ვფიქრობ, რომ ერთიანი მუშაობით, ორ წელიწადში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვექნება“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია კომპლექსური დოკუმენტია, რომლის მთავარ ამოცანას სამრეწველო საწარმოების რეგულირება, ეკოლოგიური ინიციატივების ხელშეწყობა (სატრანსპორტო სისტემის გადახალისება, ველო ბილიკების ინფრასტრუქტურის მოწყობა, მწვანე სივრცეების ზრდა და განვითარება) და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა წარმოადგენს.
ონლაინ შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად