ნინო სუხიშვილი: ჩვენი ტურნე ევროპის 9 ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს, სხვა რამე არ მაინტერესებს

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორმა ლევან აკინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინო სუხიშვილს “გაეროს კეთილი ნების ელჩის” თანამდებობა ჩამოერთვა. ამის გადასამოწმებლად “აიპრესი” თავად ნინო სუხიშვილს დაუკავშირდა, თუმცა სანამ კითხვის დასმის საშუალება მოგვეცემოდა, მან ჩვენთან ანსამბლის წარმატებაზე და მიმდინარე ევროპულ ტურნეზე ისაუბრა, ხოლო ამის შემდეგ, სხვა თემაზე კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა.

-მე საზღვარგარეთ ვიმყოფები, რა კარგია რომ დამირეკეთ. ალბათ ეგ გაინტერესებთ ხო, რომ ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი ტურნე ევროპის 9 ქვეყანაში? ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ვიმყოფებით უკვე ტურში და დეკემბერში გავაგრძელებთ. ახლა პოლონეთის ტერიტორიაზე ვართ, შემდეგ გადავდივართ ჩეხეთი, ავტრია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და საკმაოდ დიდი წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი კონცერტები.

-ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა, თუმცა სხვა თემასთან დაკავშირებით….

-აბა სხვა თემასთან დაკავშირებით მირეკავთ?

-დიახ, სხვა კითხვის დასმაც მინდოდა…

-აბა სხვა ინფორმაცია მე არ მაინტერესებს, მემგონი ამაზე საინტერესო დღეს არაფერი ხდება…

შეგახსენებთ, რომ ნინო სუხიშვილის განცხადებით ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორს, ლევან აკინს, სუხიშვილების ბაზა უნდა აღნიშნული ფილმის გადაღება, თუმცა მან უარი უთხრა. მისი განმარტებით ეს იქნებოდა ხელოვნურად დადგმული ტყუილი და იმ კულტურის დაცინვა, რაზეც ვდგავართ.

აღნიშნული განცხადების შემდგომ, ლევან აკინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინო სუხიშვილი, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩია 2017 წლიდან, ორგანიზაციამ თანამდებობიდან გაათავისუფლა.თუმცა, მისი ეს განცხადება სიმართლე არ აღმოჩნდა და მოგვიანებით, გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში ეს ინფორმაცია უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად