ნინო შუბლაძე: სალამი ყველას, სახედაკარგულებსაც! იმედია, ამ შოკიდან გამოვალ…

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გუშინ განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე ნინო შუბლაძე განიხილება. თუმცა, ამ დრომდე ამასთან დაკავშირებით შუბლაძეს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ნინო შუბლაძემ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

“სალამი ყველას ❤ სახედაკარგულებსაც!

პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ …
მეორე დღეა ვყურებ სრულ ისტერიას …ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ …

ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად … არც ახლა გადავალ ამ ზღვარს….

ამიფეთქდა ტელეფონი – თქვენი პიროვნულიი გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ❤

პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა – საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს ….” – წერს ნინო შუბლაძე.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ  “რუსთავი 2”-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე გადაცემა “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, გადაცემა “ნანუკას შოუს” წამყვანი  ნანუკა ჟორჟოლიანი და გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანი  ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი 21:00 საათიანი “კურიერი” პტოტესტის ნიშნად დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს.

შეგახსენებთ, დღეს “კურიერის” 12:00 საათიანი, 15:00 საათიანი და არც 18:00 საათიანი “კურიერი”  ეთერში არ გასულა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...