ნინო სანდოძე: დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს წევრების დიკრედიტაცია და არაეთიკური გამონათქვამები

დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს წევრების დიკრედიტაცია და არაეთიკური გამონათქვამები,-ამის შესახებ ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძემ განაცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ მოსამართლე თავის განხილულ საქმეებთან დაკავშირებით შეზღუდულია, მოსამართლის ქცევის წესებით გააკეთოს რამე კომენტარი. ჩვენ ვხედავთ, რომ კომენტარს აკეთებენ მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც მაღალი ლეგიტიმაციის ხალხი არიან, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია. მათ მიიღეს მოსამართლეების დიდი ნდობა, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გამხდარიყვნენ.

შესაბამისად, ისინი ამ მანდატით სარგებლობენ და აკეთებენ განცხადებებს, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ისმის, თითქოს იუსტიციის საბჭოს წევრების გაკეთებული განცხადებები და თითქოს არ ისმის მოსამართლეების ხმა.

მოსამართლეთა კონფერენცია არის ის ერთ-ერთი ადგილი, სადაც მოსმართლეს აქვს შესაძლებლობა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარდა.

მხედველობაში მაქვს ის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რაც სასამართლო ხელისუფლების მიმართ ხორციელდება, აღნიშნულის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რას დააფიქსირებენ სასამართლოების მოსამართლეები დღევანდელ კონფერენციაზე.

თუ მომეცა შესაძლებლობა, დავაფიქსირებ იმ პროტესტს, როგორც რიგითი მოსამართლე, რომ დაუშვებელია ამდაგვარად განხორციელდეს ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე. მხედველობაში მაქვს მოსამართლეების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დისკრედიტაცია, მათ მიმართ არაეთიკური და სიძულვილის ენით ნათქვამი გამონათქვამები. ეს ყველაფერი ზიანს აყენებს სასამართლო ხელისუფლებას და მართლმსაჯულებას ზიანს უქმნის“, – განაცხადა ნინო სანდოძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად