ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა საქართველოს დელეგაციას მე-17 მედალი მოუპოვეს

ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის წყვილი ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ქართველმა მსროლელებმა პისტოლეტით 50 მ დისტანციიდან სროლაში ფინალში 87.7 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს.
პირველ ადგილზე რუსეთის ნაკრები გავიდა, ხოლო მეორე ადგილი ლატვიელებს ერგოთ. სალუქვაძე და მაჭავარიანი ინდივიდუალურ შეჯიბრებებშიც იასპარეზებენ.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უკვე 17 მედალი აქვს. ჩვენი გუნდის ანგარიშზე 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო 50 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად