ნინო ქათამაძე: აქ რომ ვარ უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კომენტარი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შვილთან ერთად იმყოფება მომღერალი ნინო ქათამაძე.

“აიპრესის” კითხვაზე, თუ რა გზავნილი აქვს მას ხელისუფლებასთან? ნინო ქათამაძემ კომენტარზე უარი განაცხად და აქვე დასძინა “აქ რომ ვარ, ეს ქმედება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კომენტარი”

ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია მიმდინარეობს.

აქცია სახელწოდებით, „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ ორგანიზებით იმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქციაზე იქნება გამოსვლები და რამდენიმე მუსიკალური პერფორმანსი. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ავტომანქანები ალტერნატიული გზებით გადაადგილდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად