ნინო ქადაგიძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია ჩემთვის ნამდვილად არ არის კომფორტის ზონა

ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. სადაც მისი მოსმენა მიმდინარეობს.

„გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ მეგონა თუ მეყოფოდა გამბედაობა და საზოგადოებას ამ თანამდებობაზე შევთავაზებდი ჩემს კანდიდატურას, თუმცა მივიჩნიე, რომ ჩემი მხრიდან ეს შანსი გამოყენებული უნდა იყოს, რამდენადაც ვფიქრობ, ქართულ მართლმსაჯულებას პირველად ეძლევა შესაძლებლობა, წარდგენილ იყოს ის კანდიდატი, რომელიც კარიერული მოსამართლეა და, რომელიც სასამართლო რეფორმის თითქმის ყველა ეტაპზე პირდაპირ და აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში.

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ თავმჯდომარის პოზიცია ჩემთვის ნამდვილად არ არის კომფორტის ზონა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი, როგორც მოქალაქის და იურისტის ვალდებულებაა, მივიღო ეს გამოწვევა.

ბუნებრივია, მე საზოგადოებისთვის ვერანაირ დაპირებას ვერ გავცემ, თუმცა ჩემი დიდი სურვილია, რომ აქტიური და ხელშესახები წვლილი შევიტანო ქართული მართლმსაჯულების განვითარების პროცესში. ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ჩემ უკან მდგომი არც თუ ისე დიდი, მაგრამ დღეს უკვე საკმაოდ მძლავრი სასამართლო კორპუსი,“ – განაცხადა ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად