ქობულეთის კლასტერის კონტაქტები 460-მდე გაიზარდა, 230 დიაგნოსტირებულია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერთან კავშირში მყოფი პირების რაოდენობა 460-მდე გაიზარდა, აქედან 230 პირს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით დიაგნოსტიკა უკვე ჩაუტარდათ და Covid-19 არ დაუდასტურდათ.

ნინო ნიჟარაძის თქმით, გაფართოვდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგის არეალიც.მინისტრის მოადგილის განმარტებით, გამოვლენილი 25 საყურადღებო პირზე, მეთვალყურეობას, ოჯახის ექიმები ახორციელებენ.
„აღნიშნული კლასტერიდან მიმდინარეობს, ყველა კონტაქტირებული პირის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ეტაპობრივად. 230 პირის დიაგნოსტიკა უკვე ჩატარებულია. აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი და უკვე დაანონსებული 4 სოფლის გარდა, ჩვენ გავაფართოვეთ არეალი, რა დროსაც გამოვლენილ იქნა 25 საყურადღებო შემთხვევა, მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი და რჩებიან ოჯახის ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ამ პროცესში ჩაერთვნენ ოჯახის ექიმები, ყველა სოფლიდან, ისინი რეკავენ თავიანთი სამოქმედო არეალიდან და ამოწმებენ დისტანციურად, ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ დროისთვის რაიმე საეჭვო ფაქტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში და ოჯახებში, რომელიც არ იყო აღწერილი კლასტერში, არ ფიქსირდება“,-აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...