ნინო ნიჟარაძე:ქობულეთის კლასტერიდან აღრიცხულია 450 კონტაქტი, 25 პირი საყურადღებოა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერთან შემხებლობაში, სხვადასხვა რიგის კონტაქტების მოძიების შემდეგ 450 პირი აღირიცხა.

ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ აქედან 29 ადამიანს ლაბორატორიულად დაუდასტურდა Covid-19. პაციენტების ნაწილმა მკურნალობა თბილისსა და ქუთაისში გადაწყვიტა, მათ შორის არიან არასრულწლოვნები და მათი მშობლები.
„აღნიშნული 450 პირიდან, გვაქვს 29 ლაბორატორიულად დადადსტურებული შემთხვევა. 450 პირზე დამყარებულია თვითიზოლაციის მკაცრი რეჟიმი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდა ამისა, თერმოსკრინინგით 7 800 ადამიანზე მეტი მოხვდა მეთვალყურეობის ქვეშ, აქედან 25 პირი იყო საყურადღებო და აქედან 15 შემთხვევაში უკვე გვაქვს უარყოფითი პასუხი, დანარჩენებზე დღის განმავლობაში გვეცოდინება კვლევის პასუხი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა, რაც არის ქობულეთში დარეგისტრირებული კავშირშია კლასტერთან. მოსახლეობის სხვა ჯგუფებში, ჯერჯერობით სხვა საყურადღებო შემთხვევები არ გვაქვს“, -აცხადებს ნიჟარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...