ნინო ლომჯარიას 2018-2019 წლებში პრემია-დანამატი არ აუღია

“სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 7000 ლარს შეადგენს. 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით მას დანამატის და პრემიის სახით ანაზღაურება არ მიუღია.” – საინფორმაციო სააგენტო “აიპრესმა” ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატიდან გამოითხოვა.

2018 წელს ნინო ლომჯარიამ შრომის ანაზღაურების სახით მიიღო 84000 ლარი. მის მიერ მივლინებებზე გახარჯული თანხა შეადგენს 33120 ლარს, საიდანაც 20126 ლარი მიზნობრივი გრანტითაა დაფინანსებული. საწვავზე გაწეული ხარჯის ოდენობა 5926 ლარია.

2019 წლის 11 თვეში ნინო ლომჯარიას მიღებული აქვს 77000 ლარი ხელფასის და 18439 ლარი სამივლინებო თანხის (აქედან 7730 ლარი დაფინანსებულია გრანტით) სახით. საწვავზე გაწეული ხარჯი შეადგენს 5098 ლარს.

რაც შეეხება საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეებს, მათ პრემია-დანამატებს, ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: “სახალხო დამცველის და მისი მოადგილეების ხელფასები, პრემიები და დანამატები”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად