ნინო ლომჯარია: წულუკიანმა შეწყვიტოს სახალხო დამცველის მიმართ უკანონო ქმედებები-იფიქროს ქვეყანაზე

ამის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

” მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, დაიწყონ დაუყოვნებლივ გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ უფლებამოსილების განხორციელების ხელის შეშლის და ზემოქმედების ფაქტზე.

მოვუწოდებ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, შეწყვიტოს სახალხო დამცველის მიმართ უკანონო ქმედებები. იფიქროს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე. პატიმრებზე და მათ ოჯახებზე. იფიქროს რა შედეგი მოყვება მის ამგვარ ქმედებებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში. “,-განაცხადა ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად