ნინო ლომჯარია თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე: პირველ რიგში შეკითხვები რეაგირებაზე ჩნდება

პირველ რიგში შეკითხვა ჩნდება იმაზე, რამდენად ოპერატიული იყო რეაგირება. ფაქტია, რომ არ იყო, – ამის შესახებ ტრაგიკულად გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “ტვ პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, კითხვა აქვს, 4 დღის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა მანქანის ადგილმდებარეობის დადგენა.

“პირველ რიგში შეკითხვები ჩნდება რეაგირებასთან დაკავშირებით, რამდენად ოპერატიული იყო რეაგირება. ფაქტია, რომ არ იყო. 4 დღის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა მანქანის ადგილმდებარეობის დადგენა. იყო თუ არა ძალისხმევა მაქსიმალური და გამოიყენა თუ არა გამოძიებამ ყველა შესაბამისი ბერკეტი, ტექნიკური საშუალება თუ სხვა. ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მაქვს შეკითხვა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. არც ადგილობრივებს და არც ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბაჩალიაშვილს თეთრიწყაროსთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად