ნინო ლომჯარია შაქარაშვილის საქმეზე: პატივი ეცით ოჯახის პირად სივრცეს

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მედიას გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გაშუქებასთან გაშუქებასთან დაკავშირებით ოჯახის ინტერესების დაცვის რეკომენდაცით მიმართა.

მისი თქმით, შაქარაშვილის ოჯახთან შეხვედრისას მათ სახალხო დამცველს უთხრეს, რომ  როდესაც ვრცელდება კადრები ფოტო სურათებით ან გარკვეული ინფორმაცია სხვადასხვა პირის მხრიდან ოჯახის წევრების ტრამვირებას იწვევს.

“ბუნებრივია სახალხო დამცველი ვერ ეტყვის როგორ მოიპოვოს ან რა ფორმით მოიპოვოს ინფორმაცია მედიამ. თუმცა, გარკვეული თხოვნა და რეკომენდაციები ყველა მოქალაქის და მედიისთვის მაქვს ვინც აღნიშნული საქმის ირგვლივ ავრცელებს ინფორმაციას. პირველ რიგში ვიტყოდი რომ და ჩემი თხოვნა იქნება პატივი ვცეთ ოჯახის პირად სივრცეს და არასასურველი კამერებისგან დავიცვათ მათი ოჯახური და პირადი სივრცე.

ასევე, ძალიან მძიმეა ოჯახისთვის, როდესაც ვრცელდება კადრები ფოტო სურათებით ან გარკვეო ინფორმაცია სხვადასხვა პირის მხრიდან, რომელიც ოჯახის წევრების განცხადებით მათ ტრამვირებას იწვევს. იმიტომ, ესეც გასათვალისწინებელია. რა გავაშუქოთ ან გავავრცელოთ ინფორმაცია ისე, რომ ვიფიქროთ ოჯახის მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა ბრალდებულებთან დაკავშირებითაც, რომ არ წარმოვიდგინოთ ვინმე, როგორც დანაშაულის ჩამდენი”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, ამ საკითხზე კომენტარი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემაც გააკეთა:

“პირველი თხოვნა რაც ოჯახს სახალხო დამცველის მიმართ აქვთ, ის არის რომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ მიერ განხორციელებული ბულინგისგან და სისტემატიური აგრესიისგან. ეს იყო დედის მამის მთავარი მოთხოვნა,“- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად