ნინო ლომჯარია: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა უმრავლესობამ ომბუდსმენის დახმარების სურვილი არ გამოთქვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეისწავლის.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი არცერთი მხარის სასარგებლო არ ერთვება საქმეში.

„შევხვდი როგორ დაზარალებული ოჯახს, ასევე ყველა ბრალდებულს და დაკავებულს, რომლები იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვაცნოს საქმის მასალები, შევისწავლით მასალებს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

ჩვენი ჩართვის მიზანი არის მხარეთა უფლებების დაცვა. როგორც დაზარალებულის ასევ ბრალდებულის, რომ მათი საპროცესო უფლებები გამოძიების პროცესში იყოს დაცული. რა თქმა უნდა ჩვენ არცერთი მხარის სასარგებლოდ არ ვერთვებით ამ საქმეში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ  „დაკავებულთა უმრავლესობას არ გამოუთქვამს სახალხო დამცველის დახმარების სურვილი რაიმე საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, იყო ცალკეული შემთხვევები და ინფორმაცია რაც მათ მოგვაწოდეს. რაც ჩვენთვის არის საინტერესო.

ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს გარკვეული გარემოების შესწავლა. ჩვენ არ გვაქვს თანხმობა  მათგან რომ საჯაროდ ვისაუბროთ ამის თაობაზე. ეს ეხება სავარაუდო ზემოქმედების განხორციელების მცდელობას. რომელზეც ბრალდებულები საუბრობენ. ერთ-ერთი ეხება ფიზიკურ ზემოქმედებას. რაც თქვენთვის ცნობილია“.

ნინო ლომჯარიას თქმით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს ამ ეტაპზე გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს, „ამ წუთას, ჩვენთან ოჯახს რაიმე პრეტენზია გამოძიების მისამართით არ დაუფიქსირებია. თუმცა, აცხადებენ, რომ თუ კი სამომავლოდ ექნებათ რაიმე კითხვები ან არ გაიზიარებენ ბრალდების პოზიციას ან გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე ექნებათ პრეტენზიები, ამის თაობაზე ისინი ითანამშრომლებენ სახალხო დამცველთან“.

ასევე ომბუდსმენი აცხადებს, რომ  შეისწავლის შსს-ს მიერ გავრცელებულ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის,  იაკობ ბრეგვაძის მიერ 112 ში განხორციელებულ ზარს და ასევე, 112- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან.

„ნამდვილად არ იქნება ჩემი პასუხი კომპეტენტური ვთქვა, რომელიმე ჩანაწერზე არის თუ არა ავთენტური. მაგრამ ჩვენ შევისწავლით ყველა მასალას რის ავთენტურობასთან დაკავშირები არსებობს კითხვები, ჩატარდა თუ არა და ჩატარდება თუ არა ექსპერტიზა.

ჩვენი ჩართულობის მთავარი მიზანი არი ის, რომ დავინახოთ ხელისუფლების, სახელმწიფს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ხომ არ აქვს არასათანადო ეფექტურ გამოძიებას. მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობას. არასწორ კვალიფიკაციას და ა.შ.“

შეგახსენებთ, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო    თუმცა,  საქართველოს პროკურატურის მიერ სამედიცინო დასკვნას გავრცელების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.   მანამდე კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრები გაავრცელა

 

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა   ასევე,   გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად